2012 / 12 / 27
2012 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, სამხედრო-პოლიტიკურ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ცალკეულმა ექსპერტებმა. მრგვალ მაგიდაზე განიხილეს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ”სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის” (strategic defense review) შუალედური ვერსია. შეხვედრაზე მსჯელობის შედეგად გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, რასაც, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს.