29 იანვარს რონდელის ფონდის პროექტის “თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში ჩატარდა ონლაინ მრგვალი მაგიდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხების შესახებ.

“აწარმოე საქართველოშის” პროგრამების მართვის ჯგუფის მთავარმა მენეჯერმა, ბატონმა დავით პიტიურიშვილმა ისაუბრა მიმდინარე პროგრამებზე, ხოლო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნათია ნინიკელაშვილმა განიხილა ლიდერთა ჩართულობისა და გაერთიანებების მნიშვნელობა რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ადიგენიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, ზარზმის მონასტრის ბერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის მუსლიმთა თემიდან.