2011 / 11 / 24
2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდმა და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრმა უმასპინძლეს მრგვალ მაგიდას იტალიის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფედერიკა ფავისთან. დისკუსია წარმართა სტრატეგიის კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა.
ქართველი ექსპერტები არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედიის სფეროდან შეიკრიბნენ რათა ესაუბრათ ელჩთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე. იტალიის ელჩი გაეცნო საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს. ის დაპირდა შეკრებილ საზოგადოებას რომ თავისი მისიის განმავლობაში ხელს შეუწყობს იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.