2014 / 06 / 17

2014 წლის 17 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გერარდ ლიბარიდიანთან, ისტორიის პროფესორთან და სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ყოფილ მრჩეველთან. დისკუსიის თემა იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გეოპილიტიკური დინამიკა მათ  მეზობლებთან – თურქეთთან და ირანთან- და ამ უკანასკნელთა უწყვეტი იმპერიული გავლენა. შეხვედრის დროს ლიბარიდიანმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს საფუძვლიანი და მკაფიო პასუხები გასცა.  სტუმრის პასუხები ეყრდნობოდა მის თანადროულ დაკვირვებებს და ფასდაუდებელ ცოდნას, რომელიც მას პრეზიდენტის მრჩეველად ყოფნის გამოცდილებამ მისცა.

ლიბარიდიანმა დისკუსია გახსნა საკუთარი ძირითადი თეორიული ჩარჩოს წარდგენით –  თანამედროვე იმპერიის განმარტება: სახელმწიფო, რომელიც დაარსდა დაპყრობების შედეგად, რომლის საზღვრები უსასრულოა და რომელიც ჩართულია ‘ცივილიზატორულ მისიაში’, რათა გაავრცელოს თავისი მთავარი ღირებულებები. მოცემულ თეორიულ კონტექსტში – ვინაიდან ზემოთხსენებული განმარტება ისტორიულად მიემართება რუსეთს, აშშ-ის, ევროპასა და თურქეთს – ლიბარიდიანის მოხსენება მიზნად ისახავდა აეხსნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური დინამიკა, შეეფასებინა შესაძლო შედეგები და სამომავლოდ განესაზღვრა ის ქმედებები, რომელიც თითოეული ქვეყნის ეროვნულ ინტერესს მოერგება. განიხილავენ რა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სად და როგორი იქნება რუსეთის შემდგომი ქმედებები, მათ მოლაპარაკებების ნებისმიერ დონეზე უნდა გაითვალისწინონ გასული ორი ათწლეული, რომელსაც ზოგი მიიჩნევს ცივი ომის გაგრძელებად და არა მხოლოდ ცივი ომის შემდგომ პერიოდად. ლიბარიდიანმა ერთმანეთს შეადარა რეაქცია რუსეთის ინტერვენციებზე და რეაქცია ნატოს ინტერვენციებზე და მოცემული დაკვირვებები გამოიყენა როგორც მაჩვენებელი იმპერიის ეროვნული ინტერესების დაპირისპირებისა იდეოლოგიურ პოზიციასთან. თითოეული ასეთი დინამიკა ყურადსაღებია, რათა შევძლოთ ვიწინასწარმეტყველოთ სად და როდის იმოქმედებს შემდგომში რუსეთი, რა იქნება აშშ-ის პასუხი და როგორი უნდა იმოქმედოს სამხრეთ კავკასიამ თავის ეროვნულ ინტერესებში რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე.

დისკუსიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო მთიანი ყარაბახის გაყინული კონფლიქტი. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, ლიბარიდიანი მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებებში. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი საბოლოო რეკომენდაციაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბახთან მიმართებაში მოლაპარაკებები გაიმართოს პირისპირ, მესამე მხარის ჩაურევლად. 

Round-table Discussion - “Geopolitical Dynamics of the South Caucasus”,June17,2014