2002 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე – საჯარო ადმინისტრირების რეფორმის არსებული საკითხები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შორის იყვნენ  მსოფლიო ბანკის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის და კანადური საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. დისკუსიის თემა იყო საქართველოში საჯარო ადმინისტრირების რეფორმაში დონორი ორგანიზაციების საქმიანობა და მოცემულ სფეროში ძალისხმევის კოორდინირების გზები.