2017 / 10 / 09

2017 წლის 9 ოქტომბერს რონდელის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა ევროპის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაელ როთის მონაწილეობით.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტვით გამოვიდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი. მიხეილ როთმა ისაუბრა თემაზე: გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 2017 – შედეგები ევროპული ინტეგრაციის პროექტისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკედებელი ექსპერტები.

ღონისძიების დასასრულს მომხსენებელსა და დამსწრე აუდიტორიას შორის გაიმართა ღია დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

Round table with Michael Roth, Minister of State for Europe at the German Federal Foreign Office