2020 წლის 18 ოქტომბერს, ზარზმის ახალგაზრდებისთვის ლექცია წაიკითხა ალექსი პეტრიაშვილმა თემაზე – “ვარშავის ბლოკიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსამდე”.

ლექცია გაიმართა პროექტის “ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი „ზარზმის ბავშვთა აკადემიისა“ და ზარზმის მონასტრის ხელშეწყობით ახორციელებს. საგანმანათლებლო პროექტი ფოკუსირდება სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც მათემატიკის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას სპეციალურად შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, ასევე აქტუალური თემების განხილვას სამოქალაქო განათლებასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტის შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევების ადეკვატურად შესაფასებლად, ასევე გაიმჯობესებენ უნარ-ჩვევებს რაც მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.

122310091_2051157081684950_6629912047676786194_n 122207803_691175904864312_2774941691618697680_n 122136120_503362817213641_7886161601235372857_n 122099920_348675379792836_6484596642735659976_n

 122007625_442214043426493_8914064016489945907_n 121966381_342091050218026_3237457500437174845_n