საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში
ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM) პროექტს „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.