ქალაქი ოზურგეთი

რონდელის ფონდი აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ ოზურგეთში ხუთდღიანი, ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის – „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. სასწავლო პროგრამის მიზანია რეგიონებში აქტიური ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

თუ ცხოვრობთ გურიის რეგიონში, ხართ აქტიური ახალგაზრდა, ან წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ადგილობრივ მედიასაშუალებას, ეს პროგრამა თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში  მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (სულ 30 საათი), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება და რეგიონული გამოწვევები, ევროპული ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ეკონომიკა და სხვ. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან ასოცირებული ექსპერტები. სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 22-26 თებერვალს  ქალაქ ოზურგეთში (საჭიროების შემთხვევაში, გურიის სხვა ქალაქებიდან/სოფლებიდან მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდების სასტუმროში განთავსებას და კვებას უზრუნველყოფს რონდელის ფონდი).

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]

განაცხადის გამოგზავნისას წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  14 თებერვალი,  2025 წელი.