2023 წლის 2 აგვისტოს გაიმართა რონდელის ფონდის და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის – „მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი და კურსამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
პროგრამა ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.