12-თვიანი პროგრამა მიზანად ისახავდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის ალტერნატიული გზის შექმნასა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას. პროექტის შედეგად ორივე ქვეყანაში შეიქმნა ნდობაზე ორიენტირებული ექსპერტების ჯგუფები. შემდგომში ქართველი და რუსი ექსპერტებთან ერთად დიალოგში მონაწილეობას ასევე აფხაზი და ოსი წარმომადგენლებიც მიიღებენ.
პროექტი მოიცავს დებატებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, სტამბოლში ექსპერტების რეგიონალურ შეხვედრაზე აღნიშნული დოკუმენტების განხილვასა და შემუშავებული დოკუმენტების გავრცელებას შავი ზღვის შვიდ ქვეყანაში ფონდის მიერ გამოცემული კვარტალური ბიულეტენების მეშვეობით. დოკუმენტები აგრეთვე განთავსდება ფონდის ვებგვერდზე და მედია წყაროების მეშვეობით პირდაპირ მიეწოდება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველობას.
პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მართვას ახორციელებს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაბილიტაციის მექანიზმის (COBERM) მეშვეობით.