2011 / 11 / 17
2011 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციას. მომხსენებელი იყო დოქტორი მეთიუ კრონიგი, კალიფორნიის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების პროფესორი. დოქტორი კრონიგი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველია. მომხსენებელმა თავისი ახალი წიგნის მიხედვით ისაუბრა ატომური კონტრაბანდის საკითხებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. აუდიტორიამ ღრმა ინტერესი გამოხატა თემის მიმართ. დამსწრეთა შორის იყვნენ ექსპერტები, დიპლომატები, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კურსდამთავრებულები და სტაჟორები.