პროექტი “მედია და ძალადობრივი ექსტრემიზმი საქართველოში” არის ჟურნალისტებისთვის და მედია სფეროში მომუშავე პირთათვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსი.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერორიზმი, პოლიტიკური ძალადობა, ექსტრემიზმი, ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი, მეზობელი სახელმწიფოები და სხვა. გარდა ამისა, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექციები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქების სპეციფიკასთან დაკავშირებით.
სასწავლო კურსი იწყება 2020 წლის ნოემბერში და დასრულდა 2021 წლის იანვარში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის ჩივნინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის ( Chevening Alumni Programme Fund) მიერ.