2022 წლის 16 თებერვალს, რონდელის ფონდისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამის მონაწილეებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართა კოჰენის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილის, მარკ გროსმანის ლექცია თემაზე – „რა არის ამერიკული დიპლომატიის სწორი სტრატეგია და სტრუქტურა“.

ლექციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი, როს ჰარისონი და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი.

„ეროვნული უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.