სასწავლო პროგრამის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – ფარგლებში რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა, ჩაატარა ლექცია თემაზე: საგარეო პოლიტიკა – თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი.
6-თვიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის პროცესსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად პროგრამის მონაწილეები მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით საკუთარი უწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინდივიდუალურად შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს.
პროგრამას რონდელის ფონდი 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

