2018 წლის 2 მაისს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რონდელის ფონდს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის იუნკერებისთვის წაიკითხა ლექცია სირიის კონფლიქტის შესახებ.
ლექციის მსვლელობისას ზურაბ ბატიაშვილმა სირიის ისტორია, არსებული სიტუაცია და ძირითადი საფრთხეები მიმოიხილა.