2022 წლის 7-8 აპრილს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს, ზარზმისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლებში ჩატარდა ლექცია-დისკუსიები ლიდერობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც უძღვებოდნენ მშვიდობის კორპუსის რეგიონული კოორდინატორი თორნიკე ჩარგეიშვილი და რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ადიგენის მერიისა და საკრებულოს, მედია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან, სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან. რონდელის ფონდის გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ფონდის საქმიანობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
პროექტი “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.