2022 წლის 6 მაისს, პროექტის – „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ – ფარგლებში გაიმართა ლექცია-დისკუსია. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ხეობის სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა ევროკავშირის მთავარ ღირებულებებზე, პრინციპებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
რონდელის ფონდის პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.