მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამა ხორციელდება ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან (ESD) თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია უსაფრთხოების სფეროსა და პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს საჯარო მოხელეთა ცოდნისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
6-თვიანი სასწავლო კურსი ტარდება ესტონელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ინგლისურ და ქართულ ენებზე. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები და სამეზობლო, პოლიტიკის ანალიზი, ჰიბრიდული საფრთხეები და სტრატეგიული კომუნიკაციები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ესტონეთში.
სასწავლო პროგრამა ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.