2008 წლის 16-17 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია: „საქართველო და ევროკავშირი – თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობები“. კონფერენციის მონაწილეთა და დამსწრეთა შორის იყვნენ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგებლები, საერთაშორისო ანალიტიკოსები, საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა და ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ალვარო დე ვასკონსელოსმა.

კონფერენციის პირველი პანელი საქართველოს შიდა პოლიტიკასა (2007 წლის არეულობიდან 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე) და სახალხო დამცველის ახლადგამოქვეყნებულ ანგარიშს დაეთმო. დისკუსიაზე გამოთქვეს მრავალგვარი აზრი სახელმწიფოსა და საქართველოში დემოკრატიის მიმართულებაზე, თუმცა, ერთხმად აღიარეს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია და თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს.

მეორე პანელი ეხებოდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ევროკავშირის როლს. პანელის ერთ-ერთი მონაწილე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნები და სხვა მონაწილეები ახლახანს დაბრუნდნენ აფხაზეთიდან. მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი აღმოჩენები და გააცნეს ოფიციალური სოხუმის ხედვა (აფხაზეთიდან მოწვეული სტუმრები ვერ დაესწრნენ კონფერენციას). დისკუსიაზე განიხილეს ევროკავშირის წვლილი კონფლიქტის მოგგვარებაში და ევროკავშირის მიმართ აფხაზეთის პერსპექტივა.

მესამე პანელმა მოიცვა ისეთი თემები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის როლი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პანელის მონაწილეებს შორის იყვნენ არაოფიციალური ანალიტიკოსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან. დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი გარე ფაქტორია ამ ურთიერთობაში, მაგრამ ზოგიერთი მონაწილე არ ფიქრობს, რომ მათი ქმედებები ლეგიტიმური და ღირსეულია.

ბოლო სესიისას განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის როლი საქართველოში სტაბილურობის ხელშეწყობაში. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პანელისტების აზრით, ევროკავშირის უნდა ჰქონდეს ერთიანი მიდგომა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მიმართ.

Conference – “Georgia and the EU - Prospects for Cooperation and Integration” , July 16-17, 2008