2018 წლის 5 ივნისს თბილისში რონდელის ფონდის, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრისა (SAM) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრისა (SAM) ორგანიზებით სამმხრივი კონფერენცია „აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთი: სამმხრივი თანამშრომლობის განმსაზღვრელი გლობალური და რეგიონული  ფაქტორები“ გაიმართა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის (SAM) დირექტორი ფარჰად მამადოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს,  თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში და აღნიშნა რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი კორიდორი.

ღონისძიებაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების მაღალი რანგის პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებმა იმსჯელეს ამ სამ ქვეყანას შორის რეგიონალურ და გლობალურ დონეზე თანამშრომლობის, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ.
Trilateral Conference on Global and Regional Determinants of Trilateral Cooperation, June 5, 2018