2024 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით, რედემოსის (REDEMOS) პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.
კონფერენცია შედგებოდა ორი პანელური დისკუსიისგან: 1) საქართველო გზაჯვარედინზე: დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის გლობალური ბრძოლის რეგიონალური შედეგები და 2) რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? პოლიტიკური გარემოს შეფასება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.