2009 წლის 19 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში კემბრიჯის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ასოციაციის სტუდენტებისთვის გაიმართა სემინარი. ღონისძიება ჩატარდა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც რეგულარულად ატარებს კემბრიჯის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ასოციაცია და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გაცნობას.
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე დისკუსიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფონდის პრეზიდენტი, დოქტორი ალექსანდრე რონდელი. სემინარის მეორე ნაწილი მიეძღვნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და უძღვებოდა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ირაკლი მენაღარიშვილი. სემინარის დასკვნით ნაწილს ენერგიასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე უძღვებოდნენ ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები, დოქტორი არჩილ გეგეშიძე და დოქტორი მერაბ კაკულია. სემინარის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.