2017 წლის 4 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ირანის წამყვანი უნივერსიტეტების მათ შორის, თეირანის უნივერსიტეტის, პაიამ ნურის უნივერსიტეტის, შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის რეგიონული კვლევების ცენტრის ინსტიტუტისა და კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები.
დელეგაციის წევრებს ფონდის სახელით შეხვდა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველო-ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, იმსჯელეს მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ საერთაშორისო და რეგიონულ კონტექსტში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რუსეთთან და ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებს.