საქართველო, თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გამოწვევების წინაშე პერმანენტულად იდგა. ქართველი ხალხი ძნელად, მაგრამ მაინც ყოველთვის ახერხებდა გადარჩენას. მე-19 საუკუნეში, ილია ჭავჭავაძემ სისტემური, უნივერსალური მოძღვრება ჩამოაყალიბა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, პროგრესული ქვეყნის მშენებლობის, მისი მსოფლიოს ღირსეულ შემადგენელ ნაწილად გადაქცევის შესახებ. ამისათვის მნიშვნელოვანია უმთავრესი ღირებულებების, მათ შორის ეკონომიკური ღირებულებების დაცვა, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით. ამ გზას კარგად გვიხსნის ილია ჭავჭავაძის შეხედულებები ეკონომიკისა და ევროპული ღირებულებების ურთიერთკავშირისა და ურთიერთგანპირობებულობის შესახებ, რომელიც აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი გადასახედიდან. მისი თანამედროვე მიდგომებით გამოყენება, ხელს შეუწყობს საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვას და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. მომხსენებელი: შოთა ვეშაპიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი