4 იანვარს, იაპონიის ელჩი საქართველოში, აკირა იმამურა რონდელის ფონდს ეწვია. ელჩს უმასპინძლეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ეკა მეტრეველმა და ორგანიზაციის თანამშრომლებმა.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს საქართველო-იაპონიის აკადემიური თანამშრომლობის განმტკიცებისა და საგარეო და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ურთიერთგაგების გაღრმავების სურვილი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე.