2021 წლის 13 მარტს, აკირა იმამურამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ეროვნული უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან ერთად განიხილა იაპონიის წარმატებები და გამოწვევები ომის შემდგომ პერიოდში.
ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.
პროგრამა ხორციელდება რონდელის ფონდის მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.