23-24 მაისს პროექტის “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” მონაწილეები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დედაქალაქში იმყოფებოდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლის თხუთმეტმა მოსწავლემ ერთთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული პრეზენტაციები საკუთარ თემებში არსებული გამოწვევებისა და გადაჭრის გზების ხედვების შესახებ, ფონდის ექსპერტებსა და მოწვეულ დარგის სპეციალისტებს წარუდგინეს. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის მკვლევრები, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
პროექტის მონაწილეები ასევე ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლესა და საქართველოს პარლამენტს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობაში.
პროექტი “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” რონდელის ფონდის მიერ 2022 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.