2022 წელს ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში 400-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული . ისინი იზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც აყალიბებს ინკლუზიურ, ტოლერანტულ და დემოკრატიულ საზოგადოებას. რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის, წეროვანის, პანკისის ხეობისა და ადიგენის მუნიციპალიტეტისა საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.