2024 წლის 6-7 ივნისს რონდელის ფონდმა სოფელ ზარზმა, მოხესა და დაბა დიგენში ჩაატარა დისკუსია მიმდინარე პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში.

ლექციას “საქართველოს ევროპული მომავალი” უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი.

რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ ხორციელდება  საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.