პროექტი -„თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის (ხულოს მუნიციპალიტეტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონის (დაბა ადიგენი, სოფელი მოხე და სოფელი ზარზმა) და სოფელ წეროვანში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაზრდას.
დაგეგმილი აქტივობები მიმართულია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ, მათში იმ ფასეულობათა მიმართ ინტერესის გაღვივებისკენ, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას, საქართველოს სახელმწიფოში მათ ინტეგრაციას. პროექტის შედეგად ჯამში 400 სკოლის მოსწავლეს ჰქონდა საშუალება, უკეთ გარკვეულიყო სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების პროცესში, გაეღრმავებინა ცოდნა ადგილობრივ და საერთო ეროვნულ საკითხებზე, ემუშავა თავიანთ თემში არსებულ ადგილობრივ პრობლემებზე. აღნიშნული აქტივობების დახმარებით, პროექტმა ხელი შეუწყო ძლიერი საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდი ინტენსიურად მუშაობს პროექტის ბენეფიციარებთან ლექციების, ტრენინგების, ქვიზების, საზაფხულო სკოლის, მონაწილეთა დედაქალაქში ვიზიტისა და პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ პრეზენტაციების გზით. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში რონდელის ფონდი განაგრძობს სკოლის მოსწავლეთა წახალისების პროცესს თბილისში კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 სკოლაში ჩასარიცხად, დარგობრივი მომზადების ხელშეწყობით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.