2008 / 10 / 21

2008 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში გაიმართა თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციის ბრიფინგი. ღონისძიების მიზანი იყო დელეგაციისთვის საქართველოსა და მის სამეზობლოში უახლესი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბრიფინგი მიზნად ისახავდა:

-იმ ფაქტორების მიმოხილვას, რომლებიც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და გარდა ამისა, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე;

-შიდა და რეგიონული არასტაბილურობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას;

-საქართველოს მმართველობის ყველა ასპექტის ხასიათისა და ეფექტურობის მიმოხილვას.

Visit of the Delegation from the Royal College of Defence Studies, October 21, 2008