2010 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით, დაიწყო ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე ”ტრანსატლანტიკური ღირებულებები – როგორ აისახება ისინი მმართველობის მოდელებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში?”.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ატლანტიკური ასოციაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები – ნატოსა და ევროატლანტიკური პარტნიორობის როლი რეგიონის უსაფრთხოებაში, ტრანსატლანტიკური ღირებულებები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამოქალაქო განათლების სფეროში ახალი მიდგომები და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლის საკითხები.