2010 წლის 21-22 ივნისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურიერთობების კვლევის ფონდში საქართველოს ატლანტიკური საბჭოსა და ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით გამართა სემინარი: დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  სემინარზე სომხეთსა და აზერბაიჯანს წარმოადგენდნენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პარტნიორები აზერბაიჯანის ატლანტიკური ასოციაცია და სომხეთის ატლანტიკური ასოციაცია.

სემინარის ძირითადი საკითხები იყო: უსაფრთხოების არსებული გარემო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: შესაძლებლობები და გამოწვევები, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექტსში (ხედვა აზერბაჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან), თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემები.

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟურნალისტები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და სტუდენტები. სემინარის მიზანი იყო არსებული უსაფრთხოების გარემოს შეფასება ფართო აუდიტორიის მონაწილეობით და რეგიონული დისკუსიების გაღრმავება ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექსტში დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის მისაღწევად.

22 June 2010