2013 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ვლადიმირ შოპოვის (შპს ”სოფია ანალიტიკას” დამაარსებელი და ევროპული სტრატეგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტის (ESPI) დირექტორი, სოფია, ბულგარეთი) საჯარო ლექცია თემაზე „ევროკავშირის გაფართოება – სიძნელეები და ახალი სტრატეგიები“. ბატონმა შოპოვმა ილაპარაკა გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებაზე. ის ასევე შეეხო გაფართოების საკითხების მიმართ ევროკავშირის დღევანდელ დამოკიდებულებას და ამ თემის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ვლადიმირ შოპოვმა გამოყო 10 ძირითადი მიზეზი, თუ მომავალ წლებში რატომ იქნება გაფართოება უფრო რთული. მან ხაზი გაუსვა ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობას. საჯარო ლექციას ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგეენლები, ექსპერტები საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებათა კვლევის ფონდის კურსდამთავრებულები და სტაჟორები.
2013 / 10 / 25