2016 / 09 / 08

2016 წლის 8 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში გაიამართა საჯარო დისკუსია ეთნიკურად აზრბაიჯანელი მოსახლეობისთვის.

ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ესაუბრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სტუდენტები.

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლში და ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად.