2022 წლის 5 მაისს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში, წეროვანისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია და ვიქტორინა. ლექციის თემა შეეხებოდა პოლიტიკური იდეოლოგიების ფორმირების პროცესს, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ემზარ ჯგერენაია.

ვიქტორინა კი ჩატარდა ჟურნალ “ჩემ სამყაროში” გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკებსა და სხვადასხვა აქტივობებში.

პროექტი “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
Quiz, 2022