2024 წლის 25 აპრილს სოფელი მოხეს, ზარზმისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რონდელის ფონდის ჩატარებულ ვიქტორინაში.
ვიქტორინის კითხვები შედგენილია ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ სტატიების მიხედვით. ჟურნალ “ჩემ სამყაროს” რონდელის ფონდი 2013 წლიდან გამოსცემს და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის კითხვისა და შემეცნების ხელშეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ფონდის მიერ ორგანიზებულ თბილისის სასწავლო ტურსა და საზაფხულო ბანაკში.
რონდელის ფონდის პროექტი “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება.