28 ოქტომბერს, 19:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე – „ვირუსულ-ეკონომიკური კრიზისი და მონეტარული პოლიტიკის მეტამორფოზა“.

ბოლო წლებში განსაკუთრებულ ნოვაციად იქცა ე.წ. „რაოდენობრივი შერბილების“ პოლიტიკა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა მოიპოვეს შეუზღუდავი შესაძლებლობები სახელმწიფო ობლიგაციების შესაძენად, რომლებიც უკვე არ იფარგლებიან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვით და აქტივებს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების შესყიდვით აფართოებენ. აღნიშნული ნოვაციები გამიზნულია დეგრადირებადი ეკონომიკების გადასარჩენად, თუმცა ჯერჯერობით სასურველი შედეგები არ ჩანს. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა: სანამ გასტანს ვირუსულ-ეკონომიკური კრიზისი და რამდენად შეძლებს „რაოდენობრივი შერბილების“ პოლიტიკა ამ კრიზისის დაძლევას?

 

მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებელი: მალხაზ ჩიქობავა, მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.