ვულოცავთ ”ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” სასწავლო პროგრამის მონაწილეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორის – ვივიენ უოკერის სალექციო მოდულის ”მონაცემები და დიპლომატია” წარმატებით დასრულებას და საინტერესო პრეზენტაციების მომზადებას.
მოდული სულ 6 ლექციას მოიცავდა. ბოლო ლექციაზე მონაწილეებმა მოამზადეს და წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები, რის შემდეგაც გაიმართა საინტერესო პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა ოთხმა ექსპერტმა – ”ინტერნიუს ნეთვორქის” რეგიონული პროექტის დირექტორმა მაია მიქაშავიძემ, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ ალექს დენიელსმა, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტმა მაია გამდლიშვილმა.
”ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამას რონდელის ფონდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.