2018 წლის 8 ივნისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული დემოკრატიული განათლების კლუბის (The Democratic Education Network (DEN)) სტუდენტებს.
სტუდენტებს შეხვდნენ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე და ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მათ სტუდენტებს გააცნეს ფონდის მისია და საქმიანობა, ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის, რეგიონის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და რონდელის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კლუბის წევრები ასევე ხვდებიან სხვადასხვა სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.