21 სექტემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის გაიმართა დახურული ვებინარი ,,ადამიანური რესურსების მართვის გაციფრულება,“  რომლის მიზანი იყო პანდემიის ფონზე ამ სფეროში  წარმოქმნილი გამოწვევებისა და  ტექნოლოგიური შესაძლებლობების  განხილვა შვედ და ქართველ HR ექსპერტებთან ერთად. შვედმა მომხსენებელმა მატს ბასკოუმ ისაუბრა ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებსა და ტრანსფორმაციაზე. მისმა ქართველმა კოლეგამ თამთა ჭრიკიშვილმა კი ამ მიმართულებით შვედეთისა და საქართველოს გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს და საქართველოს საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა.

ვებინარი გაიმართა პროგრამის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით.