2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე წამყვან ექსპერტთა შეხვედრა. მრგვალი მაგიდა მოეწყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში – კონფლიქტების გადაწყვეტისადმი რეგიონული მიდგომა“ ფარგლებში. დისკუსიის სამი მთავარი თემა იყო: ახალი მიმდინარეობები – ეროვნული და საერთაშორისო ასპექტები; კონფლიქტების მოგვარების მთავარი დამაბრკოლებლები, საქართველოს პოტენციური შეთავაზებები მეორე მხარისათვის. შეხვედრა გახსნა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მერაბ ანთაძემ. შეხვედრაზე ექსპერტებმა ისაუბრეს სამშვიდობო პროცესის სხვადასხვა პრობლემასა და კონფლიქტის მოგვარების გზაზე. შევხედრას ესწრებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ანსამბლეის პრეზედენტი, გორან ლენმარკერი, რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა ქართველ ექსპერტებს
2007 / 02 / 07