პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის ალტერნატიული არხის გახსნას და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას. პროექტის შედეგად ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ნდობაზე ორიენტირებულ ექსპერტთა ჯგუფების შექმნა.
პროექტი მოიცავდა დისკუსიებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საზოგადოებრივი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, სტამბოლში ექსპერტების რეგიონალურ შეხვედრაზე აღნიშნული დოკუმენტების განხილვასა და შემუშავებული დოკუმენტების გავრცელებას შავი ზღვის შვიდ ქვეყანაში, ფონდის მიერ გამოცემული კვარტალური ბიულეტენების მეშვეობით. დოკუმენტები აგრეთვე განთავსდა ფონდის ვებგვერდზე და პირდაპირ მიეწოდა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს.
პროექტი დაფინანსდა ბრიტანეთის საელჩოს მიერ.