პროექტის მიზნს წარმოადგენდა ქართველ და რუს ექსპერტებს შორის ნდობის გაღრმავება, მათი თანამშრომლობით რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების გზების გამონახვა და მხარეებს შორის დიალოგის არსებული ფორმატების ხელშეწყობა, რაც ამ პროცესებს ახალ ბიძგს მისცემს.
პროექტი მოიცავდა საქართველოს და რუსეთის ექსპერტების შეხვედრებს – გაიმართა თავისუფალი დისკუსიები, სადაც ექსპერტებმა ერთად განიხილეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და დაადგინეს ის სფეროები, რომელთა გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეხვედრები ასევე ითვალისწინებდა მეტი ქართველი ექსპერტის მონაწილეობას. შესაძლებელი იყო ზოგიერთი ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლების ჩართვაც, რათა ქართველი ექსპერტების უფრო ფართო ნაწილი და შესაბამისი სახელმწიფო მოხელეებს გაეცნოთ რუსი ექსპერტების მოსაზრებებს და პოზიცია იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც გავლენა აქვთ საქრთველო-რუსეთის ამჟამიდნელ და სამომავლო ურთიერთობებზე.
პროექტი აგრეთვე მოიცავდა ანალიტიკური დოკუმენტების შექმნას, რომელიც დაწერეს ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა – დოკუმენტების თემატიკა იყო შეხვედრების დროს განხილული საკითხები.
პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტ ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.