პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქართველ და რუს ექსპერტებს შორის ნდობის გაღრმავება, მათი თანამშრომლობით რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების გზების გამონახვა და მხარეებს შორის დიალოგის არსებული ფორმატების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში:
- საქართველოდან და რუსეთიდან წარმოდგენილი ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრა თავისუფალი დისკუსიის ფორმატში ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ სასუბროდ
- გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა უფრო მეტი ქართველი სპეციალისტს და საჯარო მოხელეს გაეცნო რუსი ექსპერტების მოსაზრებებსა და პოზიციას იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც გავლენა ჰქონდა საქართველო-რუსეთის დღევანდელ თუ ხვალინდელ ურთიერთობებზე.
- პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს ანალიტიკური ბარათები.
2016 წელს ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა სტატიები ძირითადად ქართულ-რუსული საზიარო ინტერესების თემებზე დაწერეს. ეს პროექტი კი ითვალისწინებდა ქართულ-რუსულ მიდგომებში ძირითადი განსხვავებების/შეუსაბამობების ანალიზს და ამ საკითხებზე ანალიტიკური ბარათების წერას, რომლებიც ან პირდაპირ ეხება ამ ორ ქვეყანას, ან საერთაშორისო და რეგიონულ ჭრილში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული.
პროექტი რონდელის ფონდმა განახორციელა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით.