2007 / 06 / 22

2007 წლის 22 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უერთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ეროვნულ ექსპერტთა საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც გაიმართა მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში – კონფლიქტების გადაწყვეტისადმი რეგიონული მიდგომის“ ფარგლებში.

საბჭო დააარსა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა კრიზისების მართვის ინიციატივასთან თანამშრომლობითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით. საბჭოს წევრები არიან კონფლიქტებზე მომუშავე წამყვანი ექსპერტები საქართველოდან და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტორსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მაღალჩინოსნები.

საბჭომ იმსჯელა ისეთ საკითხებზე,  როგორებიცაა აფხაზეთის ბლოკადა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენა კონფლიქტურ ზონებზე.

შეხვედრის ორ პანელს თავმჯდომარეობდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ევროკავშირის კვლევის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ ცენტრს და ამავე ფონდის მკვლევარი დავით ჭოჭუა.

National Experts Council, June 22, 2007