2020 წლის 17 ივლისს, „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ 2018-2019 წწ.-ისა და 2019-2020 წწ.-ის სასწავლო კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას“ რონდელის ფონდი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2001 წლიდან ახორციელებს. სასწავლო პროგრამა ფარავს ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
2018-2020 წლებში პროგრამაში სამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სულ 63 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

_57A7613_57A7586_57A7571_57A7708_57A7816_57A7755 _57A7791 _57A8291_57A8219_57A8282 _57A7955 _57A8181_57A8101 _57A7907 _57A7863 _57A8307