საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა თავის რეგიონულ ოფისში, ახალქალაქში, განახორციელა ერთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტი განხორციელდა საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიმართული იყო საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე – დემოკრატიული სახელმწიფოს პრინიციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. პროექტი განკუთვნილია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის.
პროექტის მოქმედების ვადაა 2011 წლის მაისი – 2012 წლის აპრილი.
პროექტი მოიცავდა შემდგ კომპონენტების:
კომპონენტი 1 – უნარების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები
ამ კომპონენტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები გაეცვნენ საქართველოს სახელმწიფო მართვის საფუძვლებს – 2010 წელს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ასევე შეისწავლეს, თუ როგორ ჩაატარონ ანალიტიკური კვლევა და შეიმუშაონ რეკომენდაციები. 1-ლი კომპონენტი ასევე მოიცავდა ეთნიკურ უმცირესობათა კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად დაგეგმილ სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენებასა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში.
• ქართული ენა
• კომპიუტერული ტექნოლოგიები, საპრეზენტაციო უნარები, სოციალური ქსელებისა და ბლოგების გამოყენება
• კონსენსუსის მიღწევა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები
• პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტების წერა
• კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი
• საქართველოს მმართველობა
• ტოლერანტობა და კულტურული მრავალფეროვნება
კომპონენტი 2 – სალექციო კურსები ზოგადი განათლების გასაუმჯობესებლად
ამ კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული ლექციები აღრმავებს პროგრამის მონაწილეთა ცოდნას პოლიტიკის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ხელს უწყობს მსმენელთა მიერ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენათა უკეთ გაგებასა და გაანალიზებას. ყველა სალექციო კურსი გაერთიანებულია 2 ბლოკში:
• ეკონომიკური ბლოკი (ეკონომიკის პრინციპები, გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა, ბანკები და ფინანსები, სავაჭრო პოლიტიკა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საქართველოს ეკონომიკა და ა.შ.)
• საერთაშორისო ურთიერთობების ბლოკი (შიდა და გარე საფრთხეების ანალიზი, საგარეო შესაძლებლობები, უსაფრთხოების არასამხედრო ასპექტები, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები _ ინსტიტუციონალური, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები, უსაფრთხოება კავკასიაში, მშვიდობიანი კავკასია)
კომპონენტი 3 – სახლმწიფო პოლიტიკა – რეგიონის სტუმრები
ამ კომპონენტის ფარგლებში ახალქალაქის რეგიონულმა ოფისმა უმასპინძლა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც ადგილობრივ საზოგადოებას მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, ესაუბრება სახელმწიფო პოლიტიკაზე და ეროვნული კონცეფციის პრიორიტეტებზე.