რონდელის ფონდი აცხადებს მსურველთა მიღებას ერთდღიან სემინარზე „რუსეთის საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ანალიზი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. სემინარი გაიმართება 2025 წლის 21 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. სემინარი განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და ანალიტიკოსებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ, თუ რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ანალიზში.

სემინარზე განხილული იქნება საკითხი, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შეცვალოს პოლიტიკის ანალიზი, განსაკუთრებით, რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში. სემინარს გაუძღვება სტეფან დე სპიგელეირე, ჰააგის სტრატეგიის ცენტრის წამყვანი მკვლევარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]; თემის ველში მიუთითეთ: სემინარი „რუსეთის საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ანალიზი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვალი

სამუშაო ენა: ინგლისური